ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან, საავტომობილო მოძრაობის შეფერხება ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შავშვებთან სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
ამასთან, როგორც შსს-ში განმარტავენ, ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობის გართულება მეტეოროლოგიურ პროცესებს, კერძოდ, ძლიერ წვიმას უკავშირდება.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთია, პარალიზებულია. .
საცობი რამდენიმეკილომეტრიანია და ავტომობილების ნაკადის სიმრავლის გამო, თანდათან იზრდება.