„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს
„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს.

დაზარალებულები ბინების მშენებლობის დასრულებას მოითხოვენ.

„მივმართავთ საქართველოს პატრიარქს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, რომლის ყველა საქმიანობას წინ უძღვებოდა მისი ქომაგობა ემიგრანტებისთვის, 15 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი და თავშესაფარი არ მაქვს „ცენტრ პოინტის“ თაღლითური სქემის გამო. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, მოვითხოვთ მშენებლობების დასრულებას ნებისმიერი გზით. დღევანდელი მთავრობა არის მიშა სააკაშვილის მთავრობის სამართალმემკვიდრე, ჩვენ ვართ დაზარალებული, 4500-მდე ოჯახი. წლების განმავლობაში გვატყუებდა „ცენტრ პოინტი“ და ახლა დაიწყო მერიამ, პროკურატურამ და ყველა ერთად გვატყუებს“, – განაცხადა დაზარალებულმა მარიამ ჩიმაკაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მორიგი სხდომაა ჩანიშნული.