ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მათი სარჩელი მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ცენტრ „ემპათიის“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პირველ არხს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.
„სასამართლომ მიიღო სარჩელი და რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. ახლა უნდა ველოდოთ კომუნიკაციას,”- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.
სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.
კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვაალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში უკვე შესულია სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც მოიცავს.