CBS-მა ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტი მოამზადა
CBS-მა ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და პოპულარულმა ტელემაუწყებელმა, CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი – Ancient Vines მოამზადა, რომლის ჩვენებაც #CBS -ის ეთერში გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების რვაათასწლიან ისტორიასა და მის აწყმოზეა საუბარი.

გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“ მიმდინარეობდა.

„ადამიანი მოკვდავი იყო, ქართული ვაზი კი – მარადიული“, – აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

სიუჟეტში ქართული სამზარეულოს შესახებ შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.