ცარციძის 6 ქულა და „ნორზ დაკოტას“ ბოლო წამებზე მოგებული მატჩი - ჟღენტმა 3 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები ამერიკის კოლეჯთა ლიგაში წარმატებით გამოსვლას განაგრძობენ. 16 ნოემბერს NCAA-ში შეხვედრები ორმა მათგანმა ჩაატარა.
21 წლის ცოტნე ცარციძემ და მისმა გუნდმა, „ნორზ დაკოტამ“ „მონტანას“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 79-77 დაამარცხეს. ცარციძემ 18 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა (1 შეტევაში) მოაგროვა. მან 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა, საჯარიმოს ხაზიდან კი 4-ჯერ ისროლა და 2-ჯერ ზუსტად.
„ნორს დაკოტამ“ ბოლო წამებზე კალებ ნეროს მიერ ჩაგდებული ბურთით მოიგო.
თავისი მორიგი მატჩი ჩაატარა ზურა ჟღენტმაც, რომლის „ნორზვესტერნ სტეიტიც“ „მუსტანგსს“ ესტუმრა და დიდი სხვაობით 48-95 დამარცხდა. 21 წლის ცენტრმა ამ შეხვედრაში 18 წუთი ითამაშა და 3 ქულისა და 3 მოხსნის დაგროვება მოასწრო. მან 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 1 ორქულიანიც ააცილა. ჟღენტი მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.
შემდეგ მატჩს ორივე გუნდი 20 ნოემბერს გამართავს.