ცაგერის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სოფელ სპათაგორში, ორი კი სოფელ ლაჯანაში.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განუცხადა.
კოვიდინფიცირებულები დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ამ წუთებში სოფლებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.