ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 121 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ცაგერის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ზე ტესტირება 121 პირს ჩაუტარდა.
დაავადებათა კონტროლის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის, ზურაბ ნემსიწვერიძის ინფორმაციით, ანალიზების პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„121 პირიდან 30 ადამიანი დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დანარჩენები კი მეორადი კონტაქტებია და მათზე მეთვალყურეობა მიმდინარეობს”, – განუცხადა პირველ არხს ნემსიწვერიძემ.
121 პირისთვის ტესტირების ჩაატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცაგერის მუნიციპალიტეტში ხუთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის სამი სოფელ სპათაგორის მცხოვრებია, ორი კი სოფელ ლაჯანაში გამოვლინდა.
ინფიცირიბულები რუხის სტაციონარში მკურნალობენ.