ცაგერის მუნიციპალიტეტში 123 ადამიანის „პისიარ“ ტესტის პასუხს ელოდებიან
ცაგერის მუნიციპალიტეტში 123 ადამიანის „პისიარ“ ტესტის პასუხს ელოდებიან.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის ინფორმაციით, ბიოლოგიური ნიმუშები ქუთაისის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელისა და ლაილაშის თემებში არსებულ 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია.
შეგახსენებთ, „კოვიდ-19“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრ 13 პირს დაუდასტურდა.