ბურკინა ფასოში ფრანგმა სამხედროებმა ოთხი მძევალი გაათავისუფლეს
ბურკინა ფასოში ფრანგმა სამხედროებმა ოთხი მძევალი გაათავისუფლეს

ბურკინა ფასოში ფრანგმა სამხედროებმა ოთხი მძევალი გაათავისუფლეს. საფრანგეთის მთავრობაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ გათავისუფლებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ორი ფრანგი, ერთი ამერიკელი და ერთი სამხრეთ კორეელია.

სპეცოპერაციის დროს ორი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი უცხოელი მეზობელ სახელმწიფო ბენინში მიმდინარე თვის დასაწყისში გაიტაცეს. საფრანგეთის მოქალაქეების ადგილობრივი გიდი მოკლული იპოვეს. ბენინის პენჯარის ეროვნული პარკი, სადაც საფრანგეთის მოქალაქეები დაატყვევეს, ბურკინა ფასოს ესაზღვრება.

​დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ისლამისტი მებრძოლების გააქტიურება შეინიშნება