ბუქარესტში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო რამდენიმე საავადმყოფო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარების ფონზე, რამაც ქსელში პრობლემები შექმნა, რამდენიმე მსხვილი საავადმყოფო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება ჰაერის მაღალ ტემპერატურას მოჰყვა.
ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს
ადგილობრივი მედია წერს, რომ ერთ-ერთმა საავადმყოფომ დაგეგმილი ოპერაციები გადადო, პაციენტები, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭორდებოდათ, სასწრაფო დახმარების მანქანებით სხვა სპეციალიზებულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო სხდომა ჩატარდა, რომელზეც საავადმყოფოების სარეზერვო ენერგიით მომარაგების საკითხი განიხილეს.