ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ მმართველი კოალიციის წინადადებას, Taurus-ის რაკეტებზე ჩანაწერის გარეშე
გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მმართველი კოალიციის წინადადებას, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, Taurus-ის რაკეტებზე ჩანაწერის გარეშე.
შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა 382-მა დეპუტატმა, 284-მა კანონმდებელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა კი თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ პარტიებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს თუ არა დამტკიცებული ინიციატივა კიევისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას.
აღნიშნულ წინადადებაზე კენჭისყრამდე, ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ მისცა ხმა. აღნიშნული რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების წინადადება გერმანიის პარლამენტს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ბლოკმა წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ Taurus-ის გადაცემის სასარგებლოდ ხმა მისცა მმართველი კოალიციის წევრმა, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა.