ბუნდესტაგის წევრი ფრანკ შვაბი - საქართველო ევროპის ნაწილია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, აუცილებელია ქვეყანაში შიდა კონფრონტაციის დონის დაწევა, შემდეგ პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება
საქართველო ევროსაბჭოს პატივსაცემი წევრია. ჩვენი გაერთიანება აკეთებს ყველაფერს, რათა თქვენი ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს ევროპას, ევროპულ ინსტიტუციებს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა ფრანკ შვაბმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ფრანკ შვაბის თქმით, მისი მთავარი რეკომენდაციაა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის, შიდა კონფრონტაციის დონის დაწევა.
„საქართველო ევროპის ნაწილია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ჩემი მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური ტემპერატურის, შიდა კონფრონტაციის დონის დაწევა. შემდეგ პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება“, – განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა ფრანკ შვაბმა.