ბუნდესტაგის წევრი ალბერტ ვაილერი - მივესალმები ევროკავშირის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ალბერტ ვაილერი მიესალმება საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ამის შესახებ ვაილერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და მივესალმები ამ განცხადებას“, – წერს ბუნდესტაგის წევრი და გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩზე ცალკეული პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების თავდასხმას გმობს.