ბუნდესტაგის სართაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს
ბუნდესტაგის სართაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
ამის შესახებ ნორბერტ როტგენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მორატორიუმი საჭიროა, რათა აღნიშნულ საკითხზე რუსეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართოს.
„ამ მოლაპარაკებებით უნდა მოიხსნას ის შეშფოთება, რომელიც დასავლეთს ამ გაზსადენთან დაკავშირებით აქვს, რომ მას რუსეთი აღმოსაველთ ევროპის სახელმწიფოების წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს“, – აცხადებს გერმანელი პოლიტიკოსი.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად მიღებული უნდა იყოს საერთაშორისო შეთანხმება, რომლითაც რუსეთი აიღებს ვალდებულებას ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად არგამოყენების თაობაზე.