ბუნდესტაგის დეპუტატი - 2019 წელს გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაუარესდება
2019 წელს გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაუარესდება. ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, დირკ ვიზემ გამოცემა Pfalzischer Merkur-თან ინტერვიუში განაცხადა.
გერმანელი კანონმდებლის ცნობით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზი შესაძლოა, მოსკოვის არაპროგნოზირებადი პოლიტიკა გახდეს.
როგორც დირკ ვიზემ აღნიშნა, რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით რიგ ინციდენტებში არის პასუხისმგებელი, ეს კი გერმანიასთან ურთიერთობაზე ნეგატიურად ისახება.
ბუნდესტაგის დეპუტატმა ინტერვიუს დროს სკრიპალების მოწამლვის ფაქტი, ქერჩის სრუტესთან მომხდარი ინციდენტი, ასევე მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების შესაძლო გაუქმება დაასახელა.