მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის პრეზიდენტი მომავალ კვირას პარლამენტს დაითხოვს. ქვეყანაში 11 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
„ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტის დათხოვას, მაგრამ თუ ხმის მიცემის შემდეგაც ვერ შევძლებთ მთავრობის ფორმირებას, ბულგარეთი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ინსტიტუციურ კრიზისშიც შევა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა.
პრეზიდენტმა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, კარგად განსზაღვრონ საკუთარი პრიორიტეტები და ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაერთიანდნენ.
14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი საპარლამენტო არჩევნებში პრემიერის პოსტისთვის არ იბრძოლებს. ბორისოვის პარტიამ 4 აპრილს გამართულ არჩვნებში ხმათა 26 პროცენტი აიღო.