ბულგარეთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა
ბულგარეთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.

დაშავებულებიდან შვიდი ჰოსპიტალიზებულია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში გაზის ავზი აფეთქდა.

როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, მათ ორი აფეთქების ხმა გაიგეს. აფეთქების  შედეგად ხანძარი გაჩნდა.