ბულგარეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია იმართება.
დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
დღეს ბულგარეთის პარლამენტში დაგეგმილია კენჭისყრა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მეხუთედ ეცდებიან. შესაბამისი ინიციტივით სოციალისტები გამოვიდნენ, რომლებიც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის ანტიკორუფციული პოლიტიკით არიან უკმაყოფილო.
გასულ კვირაში ბულგარეთს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.
მანამდე, ბულგარეთში ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა.