ბულგარეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ბულგარეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ბულგარეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყანაში დილიდან გაიხსნება 12 ათასი უბანი,  რომელზე ხმის მიცემის უფლებაც 6.7 მილიონ მოქალაქეს აქვს.

არჩევნები ბულგარეთში კოვიდშეზღუდვების თანხლებით იმართება. მოქალაქეებს უბნებზე პირბადის გარეშე არ დაუშვებენ. აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც.

არჩევნების დღეს ბულგარეთში უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებული იქნება 20 ათასი პოლიციელი.

წინასწარი პროგნოზებით, ხმათა უმრავლესობას მმართველი კოალიცია მიიღებს. გამოკითხვებით, პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მათი პარტნიორი „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ ხმების 28%-ს მიიღებენ, ხოლო მათი მთავარი კონკურენტი „სოციალისტები“ – 20%-ს. რეიტინგში მესამე ადგილზეა პარტია „არსებობს ასეთი ხალხი“ და მოძრაობა „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“, რომელთაც ამომრჩეველთა 13 ემხრობა.

როგორც ვარაუდობენ, არჩევნებში ერთი პარტია დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებს და აუცილებელი იქნება კოალიციური მთავრობის ფორმირება.

საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები საღამოს გახდება ცნობილი.