ბულგარეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მთავარი ქუჩები გადაკეტეს
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და ქუჩები გადაკეტეს. მოძრაობა შეფერხებული იყო დედაქალაქის სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც. დემონსტრანტები ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის გადადგომას მოითხოვენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, სოფიაში საპროტესტო აქციები ივლისის დასაწყისიდან მიმდინარეობას. დემონსტრანტები ბორისოვს კორუფციაში ადანაშაულებენ.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.