ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა
ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა

ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა, – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გალაბ დონევმა განაცხადა.

„გასული წლის განმავლობაში საკვები პროდუქტის მნიშვნელოვანი რაოდენობა დარჩა ქვეყანაში და სურსათის მიწოდების ჯაჭვები დაარღვია. ჩვენ იძულებული ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომები, რადგან ევროპული ხელისუფლება ჯერ კიდევ განიხლავს ადეკვატურ ზომას“, – განაცხადა დონევმა.

ამასთან, ბულგარეთის პრემირ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი უკრაინის მიმართ სოლიდარული რჩება, თუმცა ბულგარელი ფერმერებეის გაკოტრება ამას ხელს ვერ შეუწყობს.

მანამდე ანალოგიური ზომები მიიღეს პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა, ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად, გუშინ პოლონეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ტრანზიტის განბლოკვას.

ევროპის ოთხი ქვეყნის განცხადებით, მათ მიერ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის მიზეზი არის ის, რომ ტრანზიტისთვის განკუთვნილი უკრაინული მარცვლეული აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე რჩებოდა, რამაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფება გამოიწვია და ფერმერები დააზარალა.