ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება.
გარდა ამისა, ბულგარეთის საგარეო უწყებამ რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს თხოვნით მიმართა, ყოველმხრივი დახმარება გაუწიონ საბრძოლო მასალების საწყობებზე 2011-დან 2020 წლამდე მომხდარი აფეთქებებისა და ბულგარეთის სამი მოქალაქის მოწამვლის გამოძიების საკითხში.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ ბულგარეთში რუსეთის ელჩთან საფუძვლიანი საუბრისას განაცხადა, რომ სოფიას სურს, შეინარჩუნოს თანაბარი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები რუსეთთან და მოითხოვს რუსული მხარის აქტიურ და ეფექტურ ჩართულობას ბულგარეთის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების გარკვევის საკითხში.
გასულ დღეს ბულგარეთის პროკურატურამ რუსეთის ექვსი მოქალაქე დაადანაშაულა 2011, 2015 და 2020 წლებში ბულგარეთის ტერიტორიაზე განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობებზე მომხდარ აფეთქებებში.