ბულგარეთმა მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად თურქეთთან საზღვარზე სამხედროები გაგზავნა
ბულგარეთმა მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად თურქეთთან საზღვარზე სამხედროები გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.ავრცელებს.
როგორც ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა გეორგი პანაიოტოვმა განაცხადა, ამჟამად თურქეთთან საზღვარზე გაგზავნილია 350 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას გაუწევენ დახმარებას.
მისი თქმით, ასევე საზღვარზე განთავსებულია ტექნიკის 40 ერთეული.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბულგარეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა 6 500-ზე მეტმა მიგრანტმა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიდის მონაცემებს სამჯერ აღემატება.