ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ხმათა 35.3 პროცენტით ლიდერობს

00:16, 26.10.2026

ბულგარეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ამჟამინდელი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ლიდერობს.

Alpha Research-ის ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, საღამოს 7:00 საათის მდგომარეობით, იოტოვამ ხმების 35.3 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი ხმათა 32.4 პროცენტით. მესამე ადგილს კი პრორუსული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ვაზრაჟდანეს“ ლიდერი კოსტადინ კოსტადინოვი იკავებს ხმების 12.6 პროცენტით.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა 19:00 საათის მონაცემებით დაახლოებით 22.3 პროცენტი იყო.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ბულგარეტში საარჩევნო კამპანია ძირითადად ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთებისა და შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა. გამოცემის ცნობით, ილიანა იოტოვას პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ უჭერს მხარს. პარტია მოსკოვთან დიალოგს ემხრობა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი კი უკრაინას უჭერს მხარს და პროდასავლური კურსი აქვს.

მსგავსი