ბულგარეთის საგარეო უწყება - შეძრწუნებული ვართ შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო, ფიქრებით და ლოცვით საქართველოს ხალხთან ვართ
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„შეძრწუნებული ვართ შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით საქართველოს ხალხთან ვართ და იმედი გვაქვს დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი. სტიქიის ზონაში 19 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.