ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე დგას
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე დგას

ქვეყანა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე დგას, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლაი მილკოვმა განცხადა.

„რუსეთის აგრესიული სამხედრო მოქმედებების პარალელურად, ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდული თავდასხმების უპრეცედენტო ზრდას, რაც ძირს უთხრის ბულგარეთის სტაბილურობას და, შესაბამისად, ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და პროცესებს“, – განაცხადა მილკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი იყენებს ყველანაირ მეთოდს, მათ შორის პროპაგანდისტულს, რათა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით არეულობა, ასევე შეამციროს უკრაინისადმი მხარდაჭერა.