ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები უკრაინაზე არანაკლებ საშიშია
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები უკრაინაზე არანაკლებ საშიშია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები უკრაინაზე არანაკლებ საშიშია. ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტკო დოიკოვმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიმართვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის პოზიციას უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დოიკომ ასევე აღნიშნა, რომ მოდლოვაში, საქართველოსა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები არანაკლებ საყურადღებოა.

„საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები არანაკლებ საშიშია, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც, რომელმაც უკვე დაგვანახა მისი ფეთქებადი ხასიათი. მთიან ყარაბაღში და მის გარშემო ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია კონფლიქტის დარეგილურებისკენ, თუმცა გრძელვადიანი გადაწყვეტა მინკის ჯგუფის ფორმატში უნდა მოიძებნოს. ამ კუთხით ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფგის თანათავმჯდომარეებს. ეუთო-ს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების ფართომასშტაბიანი გავლენა ევროპის კონტინენტისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ეუთო-ს პრინციპებსა და პასუხისმგებლობებზე დაყრდნობით და არსებული მოლაპარაკებები ფორმატების ფარგლებში გრძელვადიანი გადაწყვეტის აუცილებლობას გვახსენებს“, – განაცხადა დოიკომ.