ბულგარეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სხვდასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის განვითარებისთვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 76.66 პროცენტი მოიპოვა.