ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ანტიკორუფციულ კანონს ვეტო დაადო. კანონპროექტს პარლამენტმა მხარი გასულ თვეს დაუჭირა. პრეზიდენტის შეფასებით კი, ის არაეფექტური იქნებოდა.
რუმენ რადევის შეფასებით, ანტიკორუფციული კანონის დამოუკიდებლობის გარანტია არ არსებობს და ის შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
ბულგარეთისგან ეს ნაბიჯი განსაკუთრებით უარყოფითად განიხილება იმ ფონზე, რაც ორშაბათს ქვეყანა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მატარებლად აირჩიეს.
ევროკავშირმა ბულგარეთს არაერთხელ მოუწოდა ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ ზომები მიეღო.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციული სააგენტოს მონაცემებით, ბულგარეთში ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის კორუფციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.