ბულგარეთის პრეზიდენტმა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრი სტეფან იანევი დანიშნა
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, პრემიერ-მინისტრი სტეფან იანევი დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები წელს უკვე მესამედ, 14 ნოემბერს გაიმართება, მას შემდეგ, რაც აპრილსა და ივლისში გამართული არჩევნების შედეგად, მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა.