ბულგარეთის პრემიერი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
კირილ პეტკოვი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს.
„სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოჯისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნავს კირილ პეტკოვი.