ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი - ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს, ვფიქრობთ, იმსახურებთ ჩვენს მხარდაჭერას
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი - ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს, ვფიქრობთ, იმსახურებთ ჩვენს მხარდაჭერას

ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს. ვფიქრობთ, იმსახურებთ ჩვენს მხარდაჭერას, – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებებზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„არ მინდა ამ საკითხს შევეხო, თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ ვიმოძრაოთ წინ. მოვისმინე მისი განცხადება. მოდით, ვნახოთ, რა ქმედებები იქნება დღეს, რადგან, საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ქმედებები და არა სიტყვები“, – აღნიშნა ნიკოლაი დენკოვმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ უკრაინის საკითხზე დღეს შეთანხმება იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვერავინ შეძლოს ცეცხლთან თამაში“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.