ბულგარეთის ელჩი - ყოვლისმომცველი და ამბიციური სამთავრობო პროგრამაა, მჯერა, მაქსიმალურს გააკეთებენ, რადგან საქართველოსთვის არსებითია წინსვლა, რომ იყოს განვითარებული ქვეყანა
ყოვლისმომცველი, ამბიციური პროგრამაა, ვიმედოვნებ და მჯერა, მაქსიმალურს გააკეთებენ, რადგან საქართველოსთვის არსებითია წინსვლა, რომ იყოს განვითარებული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოხსენებას დაესწრო და სამთავრობო პროგრამა შეაფასა.
მისივე თქმით, საქართველოს წინსვლა კი დაკავშირებულია ევროკავშირის წევრობასთან.
„რაც მოვისმინე, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ყოვლისმომცველი და ამბიციური პროგრამა. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ისინი მაქსიმალურს გააკეთებენ, რადგან საქართველოსთვის არსებითია წინსვლა, რომ ის იყოს თანამედროვე, განვითარებული ქვეყანა, სადაც არ არის სიღარიბე ან სიღარიბის დაბალი დონეა, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია ევროკავშირის წევრობასთან. როგორც კი პროგრამა შესრულდება, ნაბიჯებიც თავისთავად შესრულდება. არის სპეციალური სამოქმედო გეგმა, როდესაც ის შესრულდება. ვიმედოვნებ, ყველა ერთად ვიზეიმებთ დიდ მიღწევას“, – აღნიშნა ბულგარეთის ელჩმა.