ბულგარეთის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ბულგარეთის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

სოფიაში, ბულგარეთის რეგიონული განვითარების სამინისტროსთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სამინისტროს შენობის შტურმი სცადეს, სამართალდამცველებმა კი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები წყლამომარაგების პრობლემის გამო რეგიონული განვითარების მინისტრის, პეტია ავრამოვას გადადგომას ითხოვენ.

არეულობისას სამინისტროს კარი დაზიანდა და ორი სამართალდამცველი დაშავდა.

სოფიას მახლობლად მდებარე ქალაქ პერნიკში წყალმომარაგების პრობლემების გამო, მიმდინარე თვის დასაწყისში ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრი ნენო დიმოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს.

მას უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებენ. ასევე არსებობს ეჭვი, რომ მინისტრ პერნიკის ნებართვით, მოსახლოებას წყალმომარაგება სამეწარმეო გამოყენებისთვის შეუზღუდეს.

წყალმომარაგების კრიზისი ქალაქში ნოემბერში დაიწყო და შესაძლოა, აპრილამდე გაგრძელდეს.