ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს. ამის შესახებ ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კირილ ვატესის კომუნიკეშია აღნიშნული.
როგორც კომუნიკეშია აღნიშნული, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას, ნიკოლაი სოლსკს გააცნო მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს.
ამის შემდეგ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის უნდა ამოქმედდეს ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შიდა ბაზრების დასაცავად.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მონაცემების მუდმივი გაცვლა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის შესახებ. ორივე სამინისტროს ექსპერტები ყოველკვირეულად გაცვლიან ინფორმაციას გარკვეული ჯგუფის საქონლის იმპორტისა და ექსპორტის შესახებ.