ბულგარეთი რუსეთიდან ელჩს გაიწვევს. ბულგარეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი ტელეფონით დაუკავშირდა მოსკოვში მყოფ ბულგარეთის ელჩს ბოიკო კოცევს და მას კონსულტაციების მიზნით სამშობლოში დაბრუნება დაავალა.
ეს ნაბიჯი ბულგარეთის მთავრობამ დიდ ბრიტანეთში მოწამლული რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის საქმის გამო გამო, გადადგა. მანამდე ბულგარეთში განაცხადეს, რომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით 20-ზე მეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.