ისევ ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ისევ ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ნიონში, ერთა ლიგის მესამე გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ მე-3 კალათაში განთესილი საქართველოს ნაკრები C ლიგაში ითამაშებდა და რომ ჩვენთან ვერ მოხვდებოდნენ ამავე კალათის სამი გუნდი – ლიეტუვა, აზერბაიჯანი და კოსოვო.

წილისყრის შედეგად ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონში „ჯვაროსნები“ C ლიგის „დ“ ჯგუფში მოხვდნენ. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან: ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი.

 

„ა“ ჯგუფი

თურქეთი

ლუქსემბურგი

ლიეტუვა

ფარერები

 

„ბ“ ჯგუფი

ჩრდილოეთ ირლანდია

საბერძნეთი

კოსოვო

კვიპროსი/ესტონეთი

 

„ც“ ჯგუფი

სკოვაკეთი

ბელარუსი

აზერბაიჯანი

ყაზახეთი/მოლდოვა

 

„დ“ ჯგუფი

ბულგარეთი

ჩრდილოეთ მაკედონია

საქართელო

გიბრალტარი

 

ყაზახეთი-მოლდოვისა და კვიპროსი-ესტონეთის პლეი ოფის მატჩები 2022 წლის მარტში გაიმართება. გამარჯვებულები C ლიგაში ითამაშებენ, დამარცხებულები – D ლიგაში.

ერთა ლიგაზე რეიტინგის მიხედვით, ოთხ ლიგაში გადანაწილებული უეფა-ს 55-ვე წევრი ქვეყანა ითამაშებს – A, B და C ლიგებში 16-16 ეროვნული გუნდი მოხვდა და თითოეულ ლიგაში 4 4-გუნდიანი ჯგუფი შედგა. D ლიგაში 7 გუნდი ორ ჯგუფად გაიყო – ერთში 4 გუნდი იქნება, მეორეში – 4.

ჯგუფური ეტაპის მატჩებს გუნდები 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში სახლში და სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში გამართვის გამო, ერთა ლიგის ექვსი ტურიდან ოთხი ივნისში გაიმართება.