ბულგარელმა ფერმერებმა ქვეყნის მასშტაბით გზატკეცილები გადაკეტეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბულგარელი ფერმერები მთავრობისგან სოფლის მეურნეობის სექტორში კრიზისის მოსაგვარებლად გეგმის წარმოდგენას ითხოვენ.
ფერმერები ბულგარეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციაზე ტრაქტორებით გავიდნენ, რომლებზეც ბულგარეთის დროშები ჰქონდათ ჩამოკიდებული.
ფერმერები ამტკიცებენ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემები ფინანსურ საზრუნავს სცდება. მათი თქმით, ბევრი ფიქრობს, რომ ფერმერები ამას მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ, თუმცა ეს ასე არ არის.
ფერმერების მოთხოვნებს შორის არის უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვა, რადგან ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა, შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან. ამასთან, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ითხოვენ საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას. კერძოდ, საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი, რათა ბიომრავალფეროვნება იყოს შენარჩუნებული.