ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის „მწვანე ეკონომიკის სკოლა“ პირველი ნაკადი დასრულდა
ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის „მწვანე ეკონომიკის სკოლა“ პირველი ნაკადი დასრულდა.
პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით განხორციელდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან.
პროგრამაში მონაწილეობდა საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადნენ და გაიგზავნებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად.
პილოტირებისთვის წარმოდგენილი პროექტები პროგრამის ფარგლებშივე დაფინანსდება და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.