ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ბუკერის“ პრემია წელს ირლანდიელმა მწერალმა, ანა ბერნსმა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ცნობილ მწერალს ჯილდო რომანისთვის Milkman გადაეცა. გამარჯვებულმა ავტორმა ასევე მიიღო 50 ათასი ფუნტი სტერლინგი.
„ბუკერის” პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა ინგლისურენოვან და არა მხოლოდ ინგლისურენოვან ლიტერატურაში. ყოველწლიურად სპეციალური ჟიური, რომელიც მწერლებისგან, მთარგმნელებისგან და ლიტერატურის კრიტიკოსებისგან შედგება, ასახელებენ წლის საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს.
პრემია 1969 წლიდან გაიცემა და მისი მფლობელები არიან ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიცაა მარგარეტ ეტვუდი, უილიამ გოლდინგი, ჯეიმს მაქსველ კუტზეე, კაძუო იშიგურო, არუნდატი როი და სხვები.