იტალიის სერია A-ს 24-ე ტური “ფიორენტინასა” და “იუვენტუსის” მატჩით გაიხსნა. ტურინელებმა მეორე ტაიმში გატანილი ორი გოლის წყალობით 2:0 მოიგეს. თავი გამოიჩინეს ფედერიკო ბერნარდესკიმ და გონსალო იგუაინმა. ამ უკანასკნელისთვის ეს მე-14 გოლი იყო ჩემპიონატში.
ეს მატჩი საიუბილეო იყო “იუვენტუსის” მეკარისთვის ჯანლუიჯი ბუფონისთვის. მან მე-500 მატჩი ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში ტურინელმა მაისურით.
“იუვენტუსმა ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია (10 მოგება, 1 ფრე) აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ 11 თამაშში, “იუვენტუსმა” მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ტურინელებმა ზედიზედ 5 “მშრალი” მატჩი ჩაატარეს და ბოლოს საკუთარ კარში გოლი 30 დეკემბერს მიიღეს.
“იუვენტუსი” 62 ქულით გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა. 60 ქულა აქვს “ნაპოლის”, რომელიც შაბათს ჩაატარებს 24-ე ტურის მატჩს – შინ მიიღებს “ლაციოს” და მოგების შემთხვევაში, ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდება.