„იუვენტუსის” ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის გასაფორმებლად პარიზში ჩაფრინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe-ის ჟურნალისტი ემილიენ დიასი ავრცელებს.
„ბუფონი ჩავიდა პარიზში და ემზადება “პარი სენ-ჟერმენთან” ხელშეკრულების დასადებად”, – დაწერა თავის “ტვიტერზე” დიასმა და ამ ტექსტს 40 წლის იტალიელის რამდენიმე ფოტო დაურთო თან.
ბუფონს ელოდება სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მეკარის ოფიციალური პრეზენტაცია ორშაბათს, 9 ივლისს გაიმართება.