ბუენოს-აირესის საბჭომ დავით ზალკალიანს საპატიო სტუმრის სტატუსი მიანიჭა, ქალაქის ერთ-ერთ სკვერს კი, თბილისის სახელი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქალაქ ბუენოს-აირესის ავტონომიურმა საბჭომ საპატიო სტუმრის სტატუსით დააჯილდოვა. ქალაქის საპატიო სტუმრის ტიტულის გადაცემა ბუენოს-აირესის საბჭოს ისტორიულ შენობაში მოხდა. ღონისძიებას ქალაქის საბჭოს დეპუტატები, საბჭოს თავმჯდომარე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დავით ზალკალიანის ქალაქის საპატიო სტუმრის ტიტული გადასცეს ბუენოს-აირესის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ და დეპუტატებმა ედუარდო სანტამარინამ და აგუსტინ ფორჩიერმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა მისასალმებელ სიტყვაში არგენტინისა და საქართველოს მეგობრობაზე ისაუბრეს, რომელსაც ამყარებს ისტორიული კავშირები. აღინიშნა, რომ არგენტინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჯერ კიდევ 1919 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორივე ქვეყანა კვლავ ამ ფასეულობისა და მეგობრობის ერთგულია.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის ბუენოს-აირესის საბჭოში სტუმრობის დროს საბჭომ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სკვერისთვის თბილისის სახელის მინიჭების შესახებ.