ბუენოს აირესის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის ბარგში ოთხი კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს
ბუენოს აირესის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის ბარგში ოთხი კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულრიჩი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
არაოფიციალური მონაცემებით, 50 წლის მამაკაცი ბუენოს-აირესიდან მაინის ფრანკფურტში მიფრინავდა.
როგორც პატრისია ბულრიჩი წერს, არგენტინაში რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე 380 კილოგრამი კოკაინის აღმოჩენის შემდეგ გამკაცრებულია კონტროლი.
დეკემბერში რუსული და არგენტინული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რუსეთში 400 კილოგრამამდე კოკაინის ტრანსპორტირების მცდელობა აღკვეთეს. ნარკოტიკით სავსე 12 ჩანთა არგენტინაში რუსეთის საელჩოს კუთვნილ ერთ-ერთი შენობის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ნარკოვაჭრობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს – არგენტინაში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი და არგენტინელი სამართალდამცველი. საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს რუსეთში.