ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევის მოწოდებით გამოვიდა
ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევის მოწოდებით გამოვიდა

ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად კრეატიული ძალისხმევის მოწოდებით გამოვიდა. პონტიფიკოსმა „ევროპული სულის“ დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერებმა უნდა იყურონ თავიანთი ნაციონალური საზღვრების მიღმა.

უნგრეთის დედაქალაქში ვიზიტისას რომის პაპმა ნაციონალიზმის საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიგრანტების მიღება ქრისტიანობის ნამდვილი ნიშანი იქნება. მიმართვისას, რომელსაც უნგრეთის პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ, ფრანცისკე პოპულიზმისა და მკაცრად ნაციონალისტური ინტერესების უარყოფის მოწოდებით გამოვიდა.

86 წლის ფრანცისკე უნგრეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. მარტში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია. ბუდაპეშტში რომის პაპმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და პრეზიდენტ კატალინ ნოვაკთან.