უნგრეთში, სადაც დედაქალაქის გარდა საყოველთაო კარანტინი უკვე ორი კვირაა ყველგან გაუქმდა, შემზღუდველი ზომების შერბილება ორშაბათიდან დაიწყება. ამის შესახებ მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განუცხადა.
„ნათელი გახდა, რომ ჩვენ პანდემიას ბუდაპეშტშიც დავაღწიეთ თავი, ამიტომ შეგვიძლია თავდაცვის მეორე ფაზაზე გადავიდეთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა საკუთარი ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.
უნგრეთში კორონავირუსის სულ 3 473 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 1 655 ბუდაპეშტში. ქვეყანაში კორონავირუსს 448 ადამიანი ემსხვერპლა.