ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილი მსაჯობს | ფოტოამბავი
ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილი მსაჯობს | ფოტოამბავი

საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი პრესტიჟულ ტურნირზე ევროპის საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით მოხვდა. ლევან ბერიშვილისთვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია რომელზეც მსაჯობს. გამოცდილმა ქართველმა არბიტრმა აქამდე 2018/2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ასევე 2018 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და 2019 წლის ევროთასის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე იმსაჯა.

ლევან ბერიშვილი -„ყველა ფედერაციას აქვს საკუთარი კვოტა ევროპის და მსოფლიოს ფედერაციაში. ტურნირზე ჩემი გამოძახება ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციიდან მოხდა. პირველად ვმსაჯობ ევროპის ჩემპიონატზე, რაც უდიდესი პატივია. იმედია, ეს ტურნირი ჩემთვისაც და ჩვენი ნაკრებისთვისაც წარმატებული იქნება“.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტორეპორტაჟი ბუდაპეშტიდან – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.