ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა და ფინალში გავიდა | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა და ფინალში გავიდა | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში დღეს ერთმანეთს ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ტურნირის ორი ფავორიტის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა.

თამაში ესპანელების მცირე უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ესპანეთის ნაკრებმა ღირსეული მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 9:8.

ესპანელები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი ფინალისტები გახდნენ და მათი მეტოქე უნგრეთი-მონტენეგროს შეხვედრის გამარჯვებული იქნება.

ესპანეთი-ხორვატიის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბუდაპეშტიდან საქართველოს პირველი არხი გადასცემდა.