საქართველოს წყალბურთის ნაკრები გერმანიასთან მინიმალური სხვაობით - 8:9 დამარცხდა | ბუდაპეშტი 2020
საქართველოს წყალბურთის ნაკრები გერმანიასთან მინიმალური სხვაობით - 8:9 დამარცხდა | ბუდაპეშტი 2020

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გერმანიასთან მატჩით დაასრულა და ანგარიშით -8:9 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები ამ შედეგით ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო, როდესაც საფრანგეთი 9-7 დაამარცხა, შემდეგ კი ორი მატჩი წააგო საბერძნეთთან და იტალიასთან, თუმცა, პლეიოფში მაინც გავიდა, სადაც რუსეთთან შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 13-14 დათმო. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და პირველ მატჩში თურქეთის ეროვნულ გუნდს აჯობა 12:6, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილით დაასრულა.

საქართველო-გერმანიის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი გადასცემდა – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტორეპორტაჟი ბუდაპეშტიდან: