საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 12:6 | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 12:6 | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

დღეს, თბილისის დროით 15:50 საათზე ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების დიდი უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით – 12:6 დასრულდა.

ამ მატჩში გამარჯვებული მე-9-10 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა. დღევანდლი წარმატებით კი ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვედრის რეალური შანსი გაჩნდა.

ჩვენი ნაკრების მომდვნო მატჩი 24 იანვარს გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები გერმანია-რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბუდაპეშტიდან საქართველოს პირველი არხი გადასცემდა.

თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტორეპორტაჟი ბუდაპეშტიდან: